четверг, 26 апреля 2012 г.


XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის დამზადებამ მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიიღო, ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობა, რამაც საფუძველი შექმნა დარგის შემდგომი აღორძინებისა და განვითარებისათვის.
80-იანი წლებში ვენახების ფართობი 150 ათას ჰექტარზე მეტი იყო, ღვინის ქარხნები წლიურად 500-700 ათას ტონა ყურძენს ამზადებდნენ, მიღებული ღვინოპროდუქცია ძირითადად ყოფილი სსრკ-ისა და გარკვეული ნაწილი კი საექსპორტოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე იყიდებოდა.
90-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, აგრეთვე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა, მევენახეობა-მეღვინეობას სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც დარგის სამრეწველო-ეკონომიური პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა.
უკანასკნელ პერიოდში დარგის განვითარებისათვის ქვეყანაში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რამაც ხელი შეუწყო ქართული და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. დაიწყო ვენახების გაშენება, ღვინის მრეწველობა აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლდა უნიკალური ქართული ღვინოების წარმოება, მაგრამ ჟერ კიდევ გასაკეთებლი ბევრია, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო ბიზნესის განვითარებისათვის.
საქართველოში დღეისათვის ღვინოების მსხვილი მწარმოებლებიდან აღსანიშნავია შემდეგი კომპანიები:`თელიანი ველი~,`საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია –GWS~, `თელავის ღვინის მარანი-TWC~, `სამება~, `თბილღვინო~, `ვაზიანი~ და სხვა კომპანიები /ადგილის სიმცირის გამო მათი ჩამოთვლა შეუძლებელია/, რომელთაც გააჩნიათ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც მათი პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქ ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან. ეს კომპანიები თავიაანთ პროდუქციას ძირითადად რუსეთის ბაზარზე ჰყიდიან, მაგრამ გარდა რუსეთისა, წარმატებით იყიდება აგრეთვე უკრაინაში, ბალტიისპირეთში, იაპონიაში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში.
საქართველოში საფუძველი ეყრება ქართული ღვინოების მწარმოებელთა ისეთ ფენას, რომელთაც აქვთ მცირე სიმძლავრის, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ღვინის ქარხნები, შესაბამისი სანედლეულო ბაზით. ამჯამად ასეთი მცირე საწარმოების რაოდენობა 20-ზე მეტია და უახლოეს მომავალში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. მათ მიერ დამზადებული ღვინოები გამოირჩევა მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, მათ წარმატებით ჰყიდიან როგორც ადგილობრივ ისე რუსეთის და სხვა ქვეყნების ბაზრებზე

Комментариев нет:

Отправить комментарий